|
2018-03-27 15:54:07, 1825 ნახვა
სამართალი
შსს უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზაციას გეგმავს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მთავარი პრობლემა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაა. „მარტის დასაწყისში გერმანიის დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში. გვქონდა შევხედრები, სადაც ცალსახად აღინიშნა, რომ კრიმინალური საქმიანობა ქართველების მიერ ჩადენილი, რა თქმა უნდა, არის გერმანიაში, მაგრამ არ არის ახალი პრობლემა, არის წლების განმავლობაში, და ისინი ამას კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირებენ. მთავარი წუხილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების დღეს არის თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, რომელზეც ისინი მოგვიწოდებენ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და ჩვენც აღვუთქვით მზაობა, რომ ყველანაირად შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ნინო ჯავახაძის თქმით, შსს აპირებს, სისხლის სამართლის კოდექსში დააინიციროს ცვლილებები, რომელიც მოახდენს უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზაციას. „დღეს სისხლის სამართლის კოდექსში არის პირიქით, საქართველოში შემოყვანა უკანონო გზით კრიმინალიზებული. იყო გარკვეული წუხილები, რომ რაღაც დანაშაულებრივი ჯგუფები ცდილობენ ადამიანების მოტყუებით გაყვანას ევროკავშირში, იქ პირდებიან თავშესაფარს, დასაქმებას და ა.შ.“,-აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)