20:00 - 18 Aug, 2026
|
2018-03-27 11:38:35, 1405 ნახვა
კომენტარი
ზურაბ აბაშიძემ კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთში, კემეროვოსსავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას დაღუპული ათეულობით ადამიანის გამო, მათ შორის საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებთ და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს“,- განაცხადა აბაშიძემ. შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)