|
2018-03-27 11:19:16, 1839 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო, ამდენი ადამიანი დავკარგეთ
სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც 64 ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთის ქალაქ კემეროვოში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. მან ხანძრის მიზეზად დანაშაულებრივი გულგრილობა და გაუფრთხილებლობა დაასახელა. „ეს რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“, - განაცხადა პუტინმა. პუტინმა, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს მოუწოდა, ადეკვატურად შეაფასოს იმ თანამდებობის პირების ქმედებები, რომელთა გამოც ასეთი ტრაგედია მოხდა. „ფულის გარეშე ვერც ერთ ცნობას ვერ მიიღებ, ფულის სანაცვლოდ კი ყველაფერს აწერენ ხელს“, - აღნიშნა პუტინმა. ცნობისთვის, კემეროვოს ცენტრალურ მოედანზე, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას და ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)