|
2018-03-26 20:43:13, 1875 ნახვა
სამართალი
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მისი აპარატის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მისი აპარატის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც 12 წლის მოზარდს დაეჯახა, გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. ციხელაშვილი ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და ამბობს, რომ ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დრელოდოს: „რაც შეეხება ინციდენტს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჩართულია მძღოლიც. სიჩქარე არ იყო გადაჭარბებული და მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი წყნეთის გზატკეცილზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ავტომანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)