|
2018-03-26 15:32:42, 1939 ნახვა
მსოფლიო
რუს დიპლომატებს ქვეყნიდან პოლონეთიც აძევებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. "ეს უკვე გადაწყვეტილია. პოლონეთი ცოტა ხანში ამას ოფიციალურად განაცხადებს", - განაცხადა რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ელჩები ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს. ცნობისთვის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები და 20-მდე ევროპული ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მოსკოვიდან მათ წარმომადგენელს გამოიწვევს. შეგახსენებთ, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)