|
2018-03-24 13:11:56, 2360 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთმა კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანეთმა ფინეთისგან კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის ექსტრადირება მოითხოვა, - ამის შესახებ STT იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფინეთის პოლიციასა და ოფიციალურ მადრიდს შორის ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს. "ეროვნული საგამოძიებო ბიურო აცხადებს, რომ ესპანეთი ფინეთისგან თავისი მოქალაქის ექსტრადირებას ითხოვს, რომელიც ამ ეტაპზე ფინეთს სტუმრობს. პოლიციამ აღნიშნული მოთხოვნა პროკურორს გადასცა და ესპანეთის ხელისუფლებასთან ინფორმაციის გაცვლა დაიწყო", - ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში. ფინეთის პოლიციის ინსპექტორის ჰანა კაუტოს განცხადებით, პუჩდემონის დაკავების შემთხვევაში პროკურატურაში საქმის განხილვა დაიწყება. ცნობისთვის, გუშინ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პაბლო ლიარენამ კარლეს პუჩდემონის და მისი ყოფილი მრჩევლების დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუჩდემონი ფინეთში 22 მარტს, შვედეთიდან ჩავიდა. ის ქვეყნის დატოვებას დღეს აპირებდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)