19:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 12:57:07, 1638 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, მებრძოლი საქართველოს სიმბოლოა, ნაწამების, მაგრამ მაინც გაუტეხელის!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩილ ტატუნაშვილისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოდის.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სამშობლო, მისთვის მრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში.

„დღეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაა. ის ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ თავი არ დაუხარა, იმიტომ რომ უარი თქვა ეღიარებინა "ახალი რეალობა", იმიტომ რომ, ნამდვილი ქართველი იყო!

ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნეშიც, სამშობლო, მისთვის მრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში და გმირები, მარტო წიგნებში, არ არსებობენ.

ქედს ვიხრი მისი მშობლების წინაშე.

ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო, ნაწამების, ნაიარევის, მაგრამ მაინც გაუტეხელის!

გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და სხვა ღონისძიებები ჩავატაროთ მისი სახელის უკვდავსაყოფად და ქართველების ახალი თაობების მის მაგალითზე აღსაზრდელად“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics