|
2018-03-23 19:02:45, 1614 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი : სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. "იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი ქალია, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში კი, ქალები მხოლოდ 16 % -ია, ადგილობრივ თვითმმართველობებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. ეს სურათი, უბრალოდ, უსამართლოა და აუცილებელია, მისი შეცვლა. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე წლებია საუბრობს კვოტირების შემოღების აუცილებლობაზე. ეს იდეა აქტიურად იყო საზოგადოებაშიც, აქტიურად მუშაობდნენ ადამიანები და 30 000- ზე მეტმა მოქალაქემ შეაგროვა ხელმოწერა და მიმართა პარლამენტს, რომ ეს უსამართლო სისტემა შეცვლილიყო და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის მხრიდან უარყოფილია. საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით განხილვისას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით განიხილავს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)