|
2018-03-23 17:09:15, 1469 ნახვა
სამართალი
დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები სამაგალითოდ შეაფასეს
დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები სამაგალითოა. ამის შესახებ კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ღონისძიებაზე განაცხადეს. შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით, წამების პრევენციის კომიტეტის (CPT), წამების საწინააღმდეგო ინიციატივის კონვენციისა (CTI) და წამების საწინააღმდეგო დანიური ინსტიტუტის (DIGNITY) მხარდაჭერით დანიის დედაქალაქში მიმდინარეობს. სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ელენე ბერაძემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პროაბციის სფეროში გატარებული რეფორმებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის წინააღმდეგ. „საქართველოში წამების წინააღმდეგ დაკავშირებით გატარებული რეფორმები სამაგალითოა“, - აღნიშნა დანიის ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტერეზა რიტერმა. ღონისძიება წამების პრევენციის კომიტეტის პრეზიდენტმა, მიკოლა გნსატოვსკიმ და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა გახსნეს. მოწვეულ ექსპერტთა მიერ განხილული იყო წამების პრევენციის მექანიზმთა აუცილებლობა და მათი ეფექტიანობა. მოხსენებები შეეხო წამების პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის სისტემაში გატარებულ ზომებს, მათ შორის სასამართლო, საგამოძიებო, პროკურატურისა და გასაჩივრების მექანიზმებს, კერძოდ, წამების პრევენციის მიმართულებით არსებულ სამართლებრივ გარანტიებს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)