|
2018-03-23 13:51:15, 1416 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს
სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შეცვალა. მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიამ სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილ უფროსს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წელს ქვედანაყოფში რეგიონული პრინციპით რეორგანიზება იგეგმება. უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი რეფორმების შედეგად ამაღლდება სპეციალური ოპერაციების ძალების ნატოსთან თავსებადობა, ჩამოყალიბდება სპეციალური ოპერაციების ტაქტიკური ჯგუფები, რომლებსაც შტაბების კომპონენტების მეშვეობით ავტონომიური ოპერირების უნარი ექნებათ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობებს ქმედით და ეფექტურ დახმარებას აღმოუჩენენ. აღნიშნული რეფორმების მიზანია მობილური, უფრო ბრძოლისუნარიანი დანაყოფების ჩამოყალიბება, ასევე მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა. დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს. ღონისძიების დასასრულს საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ქოლინ ჯ. კილრაინი და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ვოისცეკ მარჰვიცა დაესწრნენ. (NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)