19:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 13:16:50, 1559 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი სტუმარი, რომ საბაგიროები ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში დამონტაჟებული ყველა საბაგირო ტექნიკურად გამართულია.

მისივე თქმით, პერსონალი, რომელც საბაგიეროებზე მუშაობს კვალიფიციურია.

"მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი სტუმარი, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, ყველა საბაგიროს აქვს შემოწმება გავლილი. პერსონალი არის აბსოლუტურად გადამზადებული და შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ ის ინსტრუქციები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დღეს საზოგადოებას გუდაურში მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ დასკვნა გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომხდარის მიზეზი ოპერატორის შეცდომა გახდა.

შეგახსენებთ, 16 მარტს, გუდაურში „საძელეს“ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics