|
2018-03-22 15:51:44, 1565 ნახვა
სამართალი
თბილისის მთავარ სამმართველოში „ქართული მარშის“ წევრებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
თბილისის მთავარ სამმართველოში „ქართული მარშის“ წევრებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, დაკავებულ პირებს სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მისივე განმარტებით, მათი მხრიდან, ყველაზე მეტი, ადმინისტრაციული გადაცდომა მოხდა. „არ ველოდებოდი, რომ 239-ე მუხლით დაიწყებდნენ სისხლის სამართლებრივ დევნას, მაშინ, როცა ადმინისტრაციული წარმოება ჰქონდათ დაწყებული. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განიხილა მათი სამართალდარღვევის საკითხი და ამ დროს უცებ, რატომღაც საქმის მწარმებელმა ორგანომ გადაიფიქრა, განაცხადა, რომ უტვინოები ვართ, შეგვეშალა. სინამდვილეში გვარამია იყო უკმაყოფილო იმით, რომ ეს პირები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემულნი და დაიწყეს სისხლის სამართლის დევნა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წარმოება „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიერ დაკვეთილი წარმოებაა“,- განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა. ცნობისთვის, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან 19 მარტს ადმინისტრაციული წესით „ქართული მარშის“ 6 წევრი დააკავეს, მათ შორს მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. „დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)