18:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 15:33:31, 1824 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: თუკი ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთის წინაშე, განსაკუთრებით ომის დროს, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და მათი გუნდის წევრ გრიგოლ ვაშაძეს უტიფარი უწოდა.

მისი თქმით, არავითარი ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და მის პოზიციებს ასუსტებს.

„ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებული საკითხი ინიცირებულია სწორედ თქვენი გუნდის მიერ 2012 წლის იანვარში. შესაბამისად, ხელის ჩვენსკენ გამოშვერა, რომ თითქოს, ჩვენ ისეთი ინიციატივა დავძარით, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, არის მიუღებელი და სრულიად უსაფუძვლო. განიხილება, რომ ჩვენ მივიღოთ საერთაშორისო უსაფროების მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, განიხილება რომ ჯარების გაყვანა მოხდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, განიხილება, რომ ძალის არგამოყენებაზე თავისი ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამ. ამაზეა საუბარი. არავითარი სხვა ნარატივი და სხვა განცხადება იქ არ განიხილება და არც არავითარი ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და მის პოზიციებს ასუსტებს. მუშაობა მიდის განცხადებაზე და არალეგიტიმული მხარეების მიერ არავითარი ხელმოწერები არ მოხდება“,- აღნიშნა დეპუტატმა.

თალაკვაძემ გრიგოლ ვაშაძის მიერ, მინისტრის რანგში, 2008 წლის ნოემბრებში რუსეთის ფედერაციისადმი გაგზავნილი წერილი გაიხსენა.

„გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი განცხადება იყო არაკვალიფიციური და სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი. ის უტიფარია, რადგან თუკი ვინმე კაპიტულანტურ განცხადებას აკეთებდა და თავდახრილი იდგა რუსეთის ფერედაციის წინაშე, განსაკუთრებით ომის დროს ეს იყო გრიგოლ ვაშაძე. ის რუსეთს ენამოჩლექით საკონცერტო დარბაზების გამოყოფასა და ალაფურშეტების დაფინანსებას ეხვეწებოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics