|
2018-03-20 21:37:26, 1640 ნახვა
კომენტარი
სუბარი: მნიშვნელოვანია სრული გამოძიება მოხდეს, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლების უზარმაზარი შრომის შედეგია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებულია. „ჩვენ კონტაქტი გვქონდა მხოლოდ „წითელ ჯვართან“ ცხინვალის მხრიდანაც "წითელი ჯვრითვის იქნა ცხედარის გადმოსვენება. მათ გადმოგვცეს ჩვენ როგორც მასალები ისე მიცვალებულის ცხედარი. მასალებთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა მასალებია, ამის თქმა არ შემიძლია. ამ ეტაპზე არც იმის თქმაა შესაძლებელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის ის მასალები რაც გადმოგვეცა. სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, სადაც მოხდება პირველადი დათვალიერება და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს გადასვენება ოჯახში. თუმცა, ისე რომ თან გამოძიების ინტერესიც არ დაზარალდეს. იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვანია აბსოლუტურად სრული გამოძიება მოხდეს, როგორც გარდაცვალების მიზეზის, ისე იმ შესაძლო დაზიანებების, რომელიც შეიძლება სხეულზე აღენიშნებოდეს. უზარმაზარი შრომა გასიაწა ამ საქმისთვის ძალიან ბევრმა სამსახურმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოების სამსახურებმა და მთელმა ხელისუფლებამ და სწორედ ამის შედეგია რომ მოხდა გადმოსვენება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს უკვე გადასცეს.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)