|
2018-03-20 20:43:47, 2294 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა პუტინს გამარჯვება მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. “ლიდერებმა მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის პრაქტიკულ განვითარებაზე გამოთქვეს, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტებმა შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილეს. “საერთო ჯამში, საუბარი კონსტრუქციული და საქმიანი იყო და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების გადაჭრისკენ იყო მიმართული, ასევე განიხილეს სირიაში არსებული პრობლემა. შეთანხმდნენ რომ რეგიონში კომფლიქტი მალე უნდა მოგვარდეს. “, - იუწყება კრემლის პრესსამსახური. მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის. ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76.6% მიიღო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)