|
2018-03-19 18:55:36, 1481 ნახვა
კომენტარი
გვარამია - გაბუნიას თავიდან თმის ერთი ღერის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აქციის ფარგლებში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის წარმომადგენლები დაიცვეს, თუმცა „გაჭირვებით“. "რუსთავი 2" მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს ხალხს - ჩვენი ტელეკომპანია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე - რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ გააკეთოთ ყველაფერი რაც თქვენს ძალებში შედის, რათა დაცულ იქნას ჩვენი უსაფრთხოება და ჟურალისტური თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ არა მხოლოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, არამედ "რუსთავი 2"-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების, მათი თავიდან ერთი თმის ღერის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. დღეიდან მათ მართებთ უფრო სერიოზულად მიუდგნენ საკითხს და ყველას დაგვიდასტურონ, რომ ეს ძალა არ არის ხელისუფლების მიერ მართული. თუ ისინი პასუხს არ აგებენ, მაშინ უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მიერ არიან მართულნი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)