06:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 07:59:18, 1905 ნახვა

მსოფლიო
ხმების 99.63%-ის დათვლის შედეგად, რუსეთის არჩევნებში კვლავ პუტინმა გაიმარჯვა

ხმების 99.63%-ის  დათვლის შედეგების  თანახმად, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. მან წინასწარი მონაცემებით,   ხმათა 76,66% მიიღო. მეორე ადგილზე 11,80%-ით "კომუნისტების" კანდიდატი პაველ გრუდინინია, ხოლო მესამე ადგილი  "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა  ვლადიმერ ჟირინოვსკიმ დაიკავა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების  5, 67%  მოაგროვა.  მეოთხე ადგილზეა ქსენია სობჩაკი 1.67%-ით. არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა: რუსეთის “კომუნისტური პარტიიდან”  პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი,  “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი. ასევე, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ  სიურპრიზს არავინ ელოდა და ყველამ იცოდა, რომ პუტინი პრეზიდენტის სავარძელს მეოთხედ დაიკავებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics