|
2018-03-18 10:11:06, 2033 ნახვა
სამართალი
იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბოლო 2 კვირაში 11 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 11 პირი. "სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის 3 პისტოლეტი, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბერეტას“ სისტემის 3 პისტოლეტი, „ჩზ“-ს მოდელის 2 პისტოლეტი, „მოსინის“ ტიპის 2 კარაბინი, „GOLD-STAR-2002“-ის მოდელის პისტოლეტი, 13 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 200 საბრძოლო ვაზნა და 1 ჯავშანჟილეტი ამოიღეს. ასევე, აქტიურად გრძელდება მოქალაქეების მიერ პოლიციაში სხვადასხვა ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებაყოფლობით წარმოდგენა. სამცხე-ჯავახეთში ორმა მოქალაქემ ნებაყოფლობით წარმოადგინა: გადაჭრილი სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 316 საბრძოლო ვაზნა, 4 ხელყუმბარა და ხელყუმბარის 5 კორპუსი. ორივე მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება",-განმარტავენ შსს-ში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)