23:54 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 16:55:34, 984 ნახვა

რეგიონი
ბათუმი ჭადრაკში ვაჟთა შორის ევროპის მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში" გამართულ ჭადრაკში  ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ჭადრაკის საერთაშორისო  ფედერაცია ,,ფიდეს" დირექტორთა საბჭოს წევრი ჯერსი ბორგი, აჭარის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხეისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა, ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის ღონისძიებების ჩატარების მნიშვნლობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში და ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ტურნირში მსოფლიოს  34 ქვეყნის 311 წამყვანი მოჭადრაკე  მონაწილეობს.  მსოფლიო თასის  საგზურისთვის საქართველოს სახელით  32 მოჭადრაკე იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა.  აღსანიშნავია, რომ ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს კონტინენტის პირველობას,  პირველად  მსგავსი  შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.

ევროპის  რიგით  მე-19 ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის 28 მარტამდე  გაგრძელდება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics