|
2018-03-17 12:31:48, 2063 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთის პრემიერმა „სკრიპალის საქმის“ გამო, რუსეთში ვიზიტი გააუქმა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა რუსეთში სამუშაო ვიზიტი გააუქმა, - ამის შესახებ News.ee იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში 16-21 მაისს ესტონეთის კულტურის დღეები უნდა გაიმართოს. სწორედ ამ პერიოდში იგეგმებოდა ესტონეთის პრემიერის ვიზიტი. ესტონეთის მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ვიზიტის გაუქმების მიზეზი სერგეი სკრიპალთან დაკავშირებული მოვლენებია. "ესტონეთი გმობს სერგეი სკრიპალზე თავდასხმას, რომელიც სავარაუდოდ რუსეთმა განახორციელა. ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია. მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყანამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რათა სიმართლე დადგინდეს", - განაცხადა რატასმა. ცნობისთვის, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)