23:54 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 11:37:14, 903 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

მცხეთაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოები ითვალისწინებს სარწყავი სისტემის არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას და მაგისტრალური არხის ჩამქრობი ჭის მოწყობას. რეაბილიტაციის ფარგლებში არხი რკინა-ბეტონის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბერმები და მოიხრეშება გზა.

ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა ემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემდეგ სოფლებს: წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს, ძალისს, მუხრანს, ქანდას, ჩარდახს, წეროვანს, გოროვანს და ვარდისუბანს; სარწყავი სისტემა 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს რწყავს.

დღეისათვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 9 974 ჰექტარს შეადგენს, სარწყავი წყლის მიწოდება 1 600 ჰექტარზეა გაუმჯობესებული, ხოლო სადრენაჟო სამუშაოები განხორციელდა 2 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე. ბოლო 6 წლის მანძილზე რეგიონში 278 ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეკეთდა, ასევე, გაიწმინდა და მოწესრიგდა 628 კმ სამელიორაციო არხი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics