|
2018-03-15 10:52:45, 1712 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ჩადენაშიბრალდებული ე.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, ე.ი.-მ, ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით იქირავა შ.ს.-ის ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელაგთაკლიის ერთ-ერთი უბნის ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობისგამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ.ს.-ს გასტაცა თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდანმიიმალა. სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლებისაღკვეთა განუსაზღვრა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)