|
2018-03-14 19:20:53, 1825 ნახვა
სამართალი
შვილის დაჭრაში ბრალდებულს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული თ.ო. დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ივლისს, თ.ო.-მ ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს შვილს - ნ.ო.-ს დანით ფეხის არეში განზრახ მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ.ო.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა თ.ო. 2017 წლის 26 ივლისს ქალაქ ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ო. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)