|
2018-03-14 11:56:24, 1682 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის რაიონულმა სასამართლომ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ სცნო და ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან09:40 საათამდე დროის შუალედში, ზ.თ. ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო"-ს რუსთავის ფილიალში მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღისდემონსტრირებით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა "მიკროსაფინანსო ორგანიზაციალენდო"-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 28 710 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ზ.თ. 2017 წლის 29 მაისს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებისმიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ დაზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)