|
2018-03-13 14:17:56, 1586 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში, საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ კ.კ.-მ ამავე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მცირეწლოვნების ლ.რ.-ს, დ.რ.-ს, ა.ხ.-სა და ნ.მ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ოთხივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურტურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)