16:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 13:54:38, 1535 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი პრემიერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას ჭორს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მთავრობაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი, რომ შესაძლოა პრემიერმა პოსტი დატოვოს, ჭორია:

"არ მახსოვს თვე, როცა ჟურნალისტები არ სვამდნენ შეკითხვას-ხომ არ მიდის პრემიერი, ისევ რყევა ხომ არ არის საქართველოში.ან რყევის წინაპირობები, თითქოსდა შიდა რაღაც დაპირისპირებებია, რომელიც არ არსებობს.პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც პატივს სცემენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და პრემიერი არის ადამიანი,სწორი პოლიტიკა აქვს და კარგი გუნდი ჰყავს შექმნილი.მათ შორისაა გახარია, ქუმსიშვილი და ბევრი სხვა მინისტრიც, რომლებიც თავის პოსტზე მშვენივრად მუშაობენ და ართმევენ თავს იმ ამოცანებს, რომელიც პრემიერმა დასახა.ცვლილებები ოდესმე თუ მოხდება, მოხდება იმ ფორმატში, რასაც გუნდი ჰქვია.ამ პერიოდში ასეთი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის",-განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics