|
2018-03-13 11:45:27, 1227 ნახვა
სამხედრო
დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მალე ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოში სპეციალურად საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტები, დოქტორი ბარბარა ვან დალენი და სტიუარტ ტეილორი ჩამოვიდნენ. დღეს მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ზაალ კაპანაძესთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესთან გამართეს შეხვედრა. “Give an Hour”-ის მოდელში, რომელიც აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებს, ათასობით ფსიქოლოგია ჩართული. მოხალისე პროფესიონალები მზად არიან უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებს აღმოუჩინონ. სკოლებში, საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებთან და სამხედრო ბაზებზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებითა და ტრენინგებით, პროფესიონალი მედიკოსები სტიგმის დაძლევაზეც მუშაობენ, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება. სწორედ მსგავსი მოდელის დანერგვის მიზნით იმყოფებიან ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ისინი ადგილზე შეისწავლიან მთლიანად ქვეყანაში და შეიარაღებულ ძალებში არსებულ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური სერვისების მდგომარეობას. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და ორგანიზაცია „Give an Hour“-ის ვიცე-პრეზიდენტი დოქტორი რენდი ფელპსი. „Give an Hour“ აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მის სამეფო უდიდებულესობა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინც ჰარისთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს პროგრამას „Change Direction“. „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ აქტიურად თანამშრომლობენ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის ოფისში (ODC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და სხვა ორგანიზაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები შეხვედრას ასევე, გამართავენ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს „Give an Hour“-ის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პრეზენტაციას გამართავენ.
(NS)
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)