15:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 15:01:33, 2295 ნახვა

კომენტარი
ლევან ქუტაშვილის დედა: ტატუნაშვილს რა შეემთხვა არ იციან, ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ

არჩილ ტატუნაშვილს რა შეემთხვა მასთან ერთად დაკავებულებმა არ იციან, ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ, - ამის შესახებ ლევან ქუტაშვილის დედამ მედეა ილურიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

 „დაბრუნდა წუხელ საღამოს, მისცეს საშვები და უპრობლემოდ გამოვედით ჩვენ, გამოუშვეს თვითონ. ყველანაირი შეფერხების გარეშე გამოვედით, თვითონ იმყოფებიან ჯანმრთელად. ნახეს, შეხვდნენ მინისტრებიც. არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ აღენიშნება. მათთვის არ შეუქმნიათ პრობლემა.  მისცეს საბუთი და ეს იმას ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ თავიანთ სამშობლოში შესვლაც და გასვლაც.  გარდა ამისა, რა მოხდა და ტატუნაშვილს რა წაუყენეს, ჩვენ არაფერი არ ვიცით.  ესენი ყველა იყვნენ ცალ-ცალკე და არაფერი არ იციან. როცა დაბრუნდნენ მერე შეიტყვეს“,- განაცხადა მედეა ილურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია გუშინ დატოვეს. მათ სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics