13:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 11:20:05, 869 ნახვა

რეგიონი
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, საწარმოო შემთხვევის შედეგად, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა.

ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.

„საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics