21:05 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 12:21:47, 1948 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, დღეს ოფიციალური ვიზიტით, ჰააგაში განთავსებულ ევროპოლის შტაბ-ბინას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, რობ უეინრაითს შეხვდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორი ხელს მოაწერენ „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics