15:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 12:35:11, 1485 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამივე არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს

"ევროპული საქართველო“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ხონსა და ვანში საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი ჰყავდეთ ცაიშში საკრებულოს არჩევნებზეც. 

"ჩვენ ყველამ ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები ბორჯომში, იმ ადგილზე, სადაც ოპოზიციამ მოუგო არჩევნები ხელისუფლებას. ეს კრიზისი კიდევ გრძელდება და აჩვენა ერთი რამ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არის შესაძლებელი, როდესაც ოპოზიცია თანამშრომლობს. ჩვენ ამ წელში გვაქვს სამი არჩევნები. რა თქმა უნდა, მათი წონა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვაქვს გამოტოვებული არჩევნები ხონსა და ვანში, გამოტოვებული არჩევნები ცაიშის საკრებულოში და შემოდგომაზე - საპრეზიდენტო არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ამ არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს და შესაძლებელია, ერთად, ერთიანი ძალისხმევით შეერკინოს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics