14:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 18:39:46, 1714 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება არასწორია

"არასწორია ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება, როდესაც  ასეთ თემებზეა საუბარი, რადგან კარგად უნდა ესმოდეს დეფაქტო ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს",-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის  წევრი გედევან ფოფხაძე სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ექსპერტიზის დასრულებამდე არ მოხდება.

მისივე თქმით, რუსეთს მომხდარ ფაქტზე რეალობის დადგენა არ სურს:

"რუსეთს არ აწყობს არც ის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდეს მომხდართან დაკავშირებით და არც ის, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში. რაც უფრო მტრობა გაჩნდება ქართველებსა და ოსებს შორის, ამაზე სპეკულირებით უნდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ. დარწმუნებული ვარ, ოსები ადრე თუ გვიან მიხვდებიან, ვინაა მათი რეალური მტერი",-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ბიბილოვმა დღეს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics