22:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 15:32:38, 1404 ნახვა

კომენტარი
სოფიო ქაცარავა: სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის  წევრმა სოფიო ქაცარავ კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ქაცარავას განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ  გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას და თემის აქტუალიზაციას.

"საერთაშორისო საზოგადოება არის მაქსიმალურად ინფორმირებული ამ საგანგაში  ფაქტის თაობაზე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მათი მხრიდან  მხარდაჭერისთვის, სწორი და ობიექტური შეფასებებისთვის და მათი მხრიდან ამ თემის  საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენებისთვის. ცხადია, კვლავაც გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას და ამ საკითხის აქტუალიზაციას",-აღნიშნა ქაცარავამ.

მან ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე.

"ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ და რაც მიმაჩნია, რომ არის უალტერნატივო,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობასთან ურთიერთობას.ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ მშვიდობიანად დავარეგულიროთ კონფლიქტი და ამ სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა",-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics