14:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 14:46:03, 1526 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: C ჰეპატიტთან დაკავშირებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა უნდა გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურ პროგრამას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ პროგრამამ საქართველოში 200 000-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების შესაძლებლობა დაუბრუნა.

 "C ჰეპატიტის პროგრამა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითსწარმოადგენს. დღემდე მკურნალობაში ჩაერთო 45 ათასამდე პაციენტი, ხოლო მედიკამენტის მიღება უკვე დაასრულა 40 ათასამდე პირმა. განკურნების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალიადა ჰარვონის რეჟიმზე 98.2% აღწევს. C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა უნდა გაგრძელდეს, შემცირდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთანდაკავშირებული ბარიერები, გაიზარდოს სკრინინგის მაჩვენებლები და ყველა პოტენციური პაციენტი ჩაერთოს პროგრამაში. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, კომპანია „გილეადს", ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას,ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსს და სხვა პარტნიორებს ამ პროგრამის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics