14:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 14:33:58, 1768 ნახვა

კომენტარი
ბიბილოვი ტატუნაშვილზე: საშუალება უნდა მოგვცეთ, ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. ამის შესახებ ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთში არსებული კანონები მსოფლიო ნორმებს არ ეწინააღმდეგება. იმისათვის, რომ ცხედრის გადაცემა მოხდეს, საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და  უბრალოდ ისე ქართული მხარის მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა ბიბილოვმა.

მანვე დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ყველაფერი კანონის გზით გააკეთოს.

"თუ ტატუნაშვილის ცხედარი საბუთების გარეშე იქნება გადაცემული, თქვენ პირველები დაარტყავთ სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ეს არ გვინდა. იგივე საქართველოში - ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება. არავინ ამბობს, რომ ცხედარი არ უნდა გადავცეთ, თუმცა საზოგადოების ნაწილს ასეთი პოზიციაც აქვს. ჩვენ 150 ადამიანი გვყავს დაკარგული, მარგამ ამისგან პოლიტიკას არ ვქმნით“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა შეშფოთება გამოთქვა, რომ "ტატუნაშვილის ცხედარი უკვე 2 კვირის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთშია“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics