|
2018-03-06 18:39:16, 1776 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 23:50 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, განზრახ ორი პირის მკვლელობისთვის ნასამართლევი ს.დ. ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების შესაძენად მივიდა, რა დროსაც მაღაზიაში მყოფ გ.ს-სთან და ნ.ა-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „აღნიშნულით განაწყენებულმა ს.დ.-მ მაღაზია დატოვა, თავისი საცხოვრებელი სახლიდან დანა აიღო, მაღაზიაში დაბრუნდა და მოკვლის მიზნით, გ.ს-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ს. 31 ივლისს გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ს.დ. 2017 წლის 2 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდიკორში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.დ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)