|
2018-03-06 13:28:00, 1528 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: შეჩერების საკითხი არცერთი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანის მხრიდან არ განიხილება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრევენციულ ზომებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი, მზად არის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. „რამდენადაც ვიცი, შეჩერების საკითხი არ განიხილება არცერთი ქვეყნის მხრიდან. რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენს ხედვას, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები იმისათვის, რომ არასწორი მიმართულებით არ წარიმართოს პროცესები და ეს მუშაობა უკვე დაწყებულია. პარლამენტი მზად არის, თავის მხრივ, თუ საჭირო გახდება, მიიღოს თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემების და გართულებების პრევენცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის როგორც პრივილეგია, ასევე, ჩვენთვის ეს არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა სათანადოდ უნდა გავიაზროთ ჩვენ, ხელისუფლებამ და ასევე, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)