|
2018-03-06 10:50:08, 1714 ნახვა
სამართალი
Amnesty International-ი არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს
Amnesty International-ი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება და მისი ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ დაბრუნება უზრუნველყონ. „რუსეთმა და საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებმა უნდა უზრუნველყონ საფუძვლიანი, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე და მისი ცხედარი რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს მის ოჯახში. არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის თვითნებურად მოსპობის უფლება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პატიმრობაში მყოფი პირის დაღუპვა კი, სწორედ ისე უნდა განიხილებოდეს, როგორც თვითნებური დასჯა და უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი, მიუკერძოებელი გამოძიება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების შესაბამისად, ოჯახს უფლება აქვს, გარდაცვლილის ექსპერტიზას მათი წარმომადგენელი დაესწროს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)