|
2018-03-05 12:53:52, 1475 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ცხედრის გადმოცემა მომხდარიყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადაცემოდა. თალაკვაძეს აქვს მოლოდინი, რომ ცხედარი უახლოეს პერიოდში იქნება გადმოსვენებული: „ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მომხდარიყო ცხედრის გადმოცემა, ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში ცხედარი გადმოეცემა ოჯახს და ამასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია და კონსულტაციები მიმდინარეობდა, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის ჩართულობით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა მიმართა რუსეთის პატრიარქს დახმარების თხოვნით, ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ცხედარი გადმოცემული და ჩვენ შევძლებთ ჩვენი მებრძოლის ღირსეულად დაკრძალვას და შევძლებთ, რომ სათანადო პატივი მივაგოთ მას“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)