03:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 16:37:26, 2961 ნახვა

მსოფლიო
რადას დეპუტატი - კიევში, ე.წ. კარვების ქალაქის დემონტაჟის დროს, სააკაშვილის „სამეფო ტახტი“ იპოვეს

კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან გაშლილი ე.წ. კარვების ქალაქის დემონტაჟის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „სამეფო ტახტი“ იპოვეს, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი ანტონ გერაშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც გერაშენკომ აღნიშნა, "ტახტი" ერთ-ერთი ტელესერიალის ატრიბუტიკას ჰგავს.

"უკრაინის პარლამენტთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი, რომელიც ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ გამოყენებული ტახტის მიბაძვით არის გაკეთებული", - წერს ანტონ გერაშენკო.

გარდა ამისა, დეპუტატი იმ საბრძოლო მასალების ფოტოებსაც აქვეყნებს, რაც პოლიციამ კარვებში იპოვა.

სეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის უმაღლეს რადასთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირბის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დღეს სამართალდამცველები ე.წ. კარვების ქალაქში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, თუმცა მომიტინგეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მოგვიანებით მათ მაინც შეძლეს კარვებში ჩხრეკის ჩატარება და Ф-1-ს და РГД-5-ის ტიპის 10 ხელყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics