19:38 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 15:48:40, 1699 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი: არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ თემირლანის საწინააღმდეგოდ - სპეცრაზმი ჩემთან შეცდომით მოვიდა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

მიმდინარე შეხვედრას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და ხეობის უხუცესები ესწრებიან.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ 45 დღე გავიდა და ამ დრომდე მას არავინ შეხმიანებია.

ამასთან, მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ ირაკლი შოთაძე საუბრისას დაპირდა, რომ ერთ კვირაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილს გაეცნობოდა.

"არანაირ პასუხს არც ველოდები და არც მაინტერესებს ამის მერე რა გამოძიებას ჩაატარებენ. ჩემთვისაც და ყველა ქისტისთვის ნათელია, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ თემირლანის საწინააღმდეგოდ. დადგინდა, რომ სპეცრაზმის ჯგუფი რომელიც უნდა მისულიყო ალდამოვთან, მოვიდა შეცდომით ჩემთან. ეს არის ძირითადი საკითხი. რამე მაინც მანახონ, ცოტა დავწყნარდები, რომ თემირლანი იყო რაღაცაში გარეული", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics