|
2018-03-01 20:37:37, 2058 ნახვა
სამართალი
თბილისის საკრებულოს წევრს ბრალი თაღლითობის მუხლით წარუდგინეს
თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გორგაძეს, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. თემურ გორგაძეს ბრალად თაღლითობა ედება. როგორც დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ქუმსიაშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება მუხლის გადაკვალიფიცირება. ქუმსიაშვილის განმარტებით, დეპუტატი თავდაპირველად ქრთამის აღების მუხლით დააკავეს. მანვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. "მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, ეს თაღლითობას გულისხმობს. საქმის მასალები გადმოგვცეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, ის მზად არის გამოძებასთან ითანამშრომლოს. ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატის ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)