|
2018-03-01 18:14:48, 2662 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაზე საზოგადოებას ახალი ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები წარუდგინა. როგორც პუტინმა აღნიშნა, ახალი იარაღი აშშ-ის ქმედებების საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას აფართოებს. მისი თქმით, ახალი რუსული იარაღი ნატოს გაფართოებას აზრს უკარგავს. გარდა ამისა, პუტინმა ფედერალურ სხდომას ბალისტიკური რაკეტა "სარმატის" 3D-ვიდეო წარუდგინა, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით არის აღჭურვილი. „ ასეთი იარაღის ფლობა, დიდ უპირატესობას გვაძლევს მსოფლიოში. მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ მისი სიჩქარე ანტისარაკეტო სისტემისთვის დაუძლეველია. დიახ, მეგობრებო დღეს რუსეთს ასეთი იარაღი აქვს“,- განაცხადა პუტინმა. "სარმატის" სარაკეტო კომპლექსი, მძიმე ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტით, სამხედრო შეიარაღების სიაში ჯერ არ შეუტანიათ. მან სარაკეტო კომპლექსი "ვოივოდა" უნდა შეცვალოს, როგორც ბირთვული იარაღის მიწოდების ძირითადი საშუალება რუსეთში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)