|
2018-02-28 14:47:43, 2660 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის „დათო პანკისკის“ მკვლელობა გახსნა
თურქეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით ალხანაშვილის იგივე „დათო პანკისკის" მკვლელობა გახსნა, - ამის შესახებ Life იუწყება მედია საშუალების ინფორმაციით, დათო პანკისის მკვლელობა ზაქარია კალაშოვის იგივე „შაქრო მალადოის“ ბრძანებით „კანონიერმა ქურდმა“ ანდრანიკ სოღოიანმა მოაწყო. სოღოიანი ცნობილია როგორც „ზაპ ლენინაკანსკი". თურქეთის პოლიციამ დაადგინა, რომ ალხანაშვილი ქილერმა მოკლა, რომელიც სოღოიანმა თურქეთში რუსეთიდან ჩაიყვანა. „კალაშოვმა სთხოვა სოღოიანს რამდენიმე ქილერთან ერთად სტამბოლში ჩასულიყო. სწორედ სოღოიანი გავიდა ალხანაშვილის კვალზე და ქილერებს მისი მკვლელობის განკარგულება მისცა. 2017 წლის 22 დეკემბერს სოღოიანმა ალხანაშვილი სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში დაინახა. მან ახლანაშვილს ტელეფონზე დაურეკა, იმისათვის, რომ გარეთ გამოეტყუა. როდესაც ალხანაშვილი რესტორნიდან გამოვიდა და რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა, გასროლის ხმა გაისმა. უცნობმა პირმა ალხანაშვილს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. ამის შემდეგ სოღოიანმა და მისმა ხელქვეითებმა თურქეთის ტერიტორია დატოვეს და მიმალვაში არიან", - წერს სააგენტო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)