|
2018-02-27 17:31:31, 965 ნახვა
რეგიონი
ყოლბაია: ტატუაშვილის მკვლელობა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი ვახტანგ ყოლბაია, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ტატუაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა. „არჩილ ტატუნაშვილის საზარელი, მუხანათური მკვლელობა შეიძლება განხილულ იყოს, არა მარტო როგორც კრიმინალი, არამედ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. ასეთი ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ისევე, როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, დღესაც ყველაფერს აკეთებს დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. (NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)