|
2018-02-27 14:27:41, 1616 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი - სასტუმრო „რამადას“ ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია
„სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის" ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად არის აწყობილი და წარმატებულ შედეგს ვიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა ღია აუქციონი საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მოთხოვნა იყო სულ მცირე 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 25 მილიონი ლარის ინვესტირება. „დღეს კი სახეზე გვაქვს სასტუმრო 152 ნომრით, რომელშიც 14 მილიონი დოლარია ინვესტირებული. დღეის მდგომარეობით, სასტუმროში დასაქმებულია 100 ადამიანი, თუმცა მომავალში კომპანიას „m2 უძრავი ქონება" სამუშაო ადგილების ზრდა და სასტუმროების მშენებლობა აქვს დაგეგმილი", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი" კომპანია „m2 უძრავი ქონების" პროექტია. სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მ დააფინანსა, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორის ხელშეწყობის კუთხით.
(NS)
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)