19:28 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 12:14:11, 2669 ნახვა

სამართალი
სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრეები ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ. მომხდარის შედეგად, შენობის მეორე და მესამე სართული სრულად განადგურებულია. სულ დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მოვაჭრეების ნაწილი ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ობიექტის მიმართ გარკვეულ პირებს ინტერესი ჰქონდათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics