19:29 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 19:45:09, 2060 ნახვა

სამართალი
სამხედრო მოსამსახურის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ სამხედრო მოსამსახურის  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში  ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადგინდა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფახულანში  განთავსებულ  საქართველოს  შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს  საგუშაგოს ტერიტორიაზე  არსებულ მოსასვენებელ ვაგონში, სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელმა (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) დ.ჯ.-მ, დათვალიერების მიზნით, იარაღების შესანახად გამოყოფილ ღია კარადაში სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი უნებართვოდ აიღო, დაუდევრად მოეპყრო მას, რა დროსაც განახორციელა გასროლა. სროლის შედეგად  დაიჭრა სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელი (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) ბ.რ., რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით  (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვქმია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics