19:27 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 17:38:09, 963 ნახვა

რეგიონი
„ეს არის ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი“ - აჭარის მთავრობა „ნაცმოძრაობას“ პასუხობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, ტყუილია.

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, არის მორიგი ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ემოციაზე გავლენის მოხდენას, თუმცა მათი მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირებას უკვე მიეჩვია საზოგადოება და გვჯერა, რომ ისინი არ მოტყუვდებიან.

საქმე ეხება სასამართლოში ფიზიკური პირის ქონების დავის საკითხს. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისიის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ახალ ბულვარში მდებარე ქონების მის საკუთრებად ცნობის თაობაზე. შედეგად ენვერ ცეცხლაძემ აღიდგინა საკუთრების უფლება. ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი განცხადება არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რუსული გავლენების თემით მანიპულირების კამპანიის ნაწილი“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics