|
2018-02-26 14:02:32, 1819 ნახვა
კომენტარი
ნინო ბოლქვაძე: მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე და თაღლითური შუამავალი კომპანიების მახეში არ გაებან
„ხშირად ცრუ დაპირებებით და ცრუ ინფორმაციით სარგებლობენ მოქალაქეები და არ იციან რეალური სურათი, რა ელოდებათ, თუკი ევროკავშირის ქვეყნებში წავლენ და მოითხოვენ თავშესაფარს“,-ამის შესახებ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ბოლქვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, თავშესაფრის მაძიებლებმა რეალური ინფორმაცია მიიღონ და თაღლითური შუამავალი კომპანიების მახეში არ გაებან: „პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ცრუ დაპირებების და ცრუ ინფორმაციით სარგებლობენ მოქალაქეები და არ იციან რეალური სურათი, რა ელოდებათ, თუკი წავლენ და მოითხოვენ თავშესაფარს. არ იციან ის, რომ სრული უმრავლესობა-97% უარს იღებს თავშესაფარზე. შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით ეს მათთვისვეა დამაზარალებელი და მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ თაღლითური შუამავალი კომპანიების მახეში არ გაებან და მომზადებულები იყვნენ იმაზე, თუ რა ელოდებათ, რა რისკებთან არის დაკავშირებული უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა“,-აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)